პროექტის რეფლექსია

  • პროექტის რეფლექსია                                         

    დღეს მეტად რთულ მდგომარეობაშია დედამიწა, კლიმატის ცვლილება შეუქცევადი პროცეს ხდება. ჩვენი პლანეტის თითოეული მოქალაქე ვალდებულია იზრუნოს და ხელი შეუწყოს საკუთარი გარემოს დაცვას და გაჯანსაღებას.
    სწორედ ამიტომ, ბაკურიანის სოფ. ანდეზიტის ქიმია-ბიოლოგიის კონსულტანტ-მასწავლემელმა მანანა იაკობიძემ და ბეშთაშენის საჯარო სკოლის გეოგრაფიის კონსულტანტ-მასწავლებელმა ლალი სვიმონიშვილმა  გადავწყვიტეთ ამ თემაზე eTwining-is პორტალზე პროექტის გაკეთება.

    აღნიშნულ პროექტში ჩავრთე VII – VIII – IX – X – XI კლასის მოსწავლეები. პირველ ეტაპზე მასწავლებლებმა Teams- ში შევქმენით ჯგუფი, სადაც დავამატეთ ყველა მონაწილე და ჩაინიშნა პირველი შეხვედრა.

    შეხვედრისას მონაწილეებმა იცოდნენ რომელი რეგიონის და მუნიციპალიტეტის სკოლას ხვდებოდნენ. მოსწავლეთა ნაწილი უკვე იცნობდა ერთმანეთს. თითოეულმა მოსწავლემ წარადგინა საკუთარი თავი.

    შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებს გავაცანით განსახორციებელი პროექტის იდეა.

    მოსწავლეებთან  ერთად მოხდა პროექტის სახელწოდების,მიზნის ჩამოყალიბება და დაგეგმა.

    ამის შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენეთ რამოდენიმე ვიდეო, რომელიც ეხებოდა ადამიანის ზემოქმედებას გარემოზე.

    https://www.youtube.com/watch?v=ZRzwo96F7-0       რა ზიანს აყენებს ადამიანი

     

    გარემოს

     

     

    https://www.youtube.com/watch?v=qEMJwV1p-Pw         არ დაწვა ფოთოლი

     

    https://www.youtube.com/watch?v=ra77zFJN_SY                 გარემოს დაბინძურება

     

     

    https://www.youtube.com/watch?v=GEtg8PwyOfo  ექვილიბრიუმი

     

     

    https://www.youtube.com/watch?v=avXuuWnBbss   ბოდიში

     

    თითოეული ვიდეოს ნახვის შემდეგ ხდებოდა განხილვა, აზრთა გაცხვლა-გაზიარება.

    შემდეგ ეტაპზე მოხდა მომზადებული პრეზენტაციის წარდგენა- მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ.

    შემდეგი ეტაპი იყო  დავალების გადანაწილება. დაიყვნენ ჯგუფებად და მოსწავლეებმა თავად აირჩიეს რომელ თემაზე იმუშავებდნენ. აღსანიშნავია, რომ თემები გადაინაწილეს უპრობლემოდ, რაც მათ თანამშრომლობაზე მეტყველებს. უნდა შეექმნათ შემდეგი პროდუქტი:

    • უნდა ჩაეტარებინათ  კვლევა და გამოეკვეთათ რა პრობლემის წინაშეა მათი საცხოვრებელი გარემო.
    •  მოამზადონ პრეზენტაცია
    •  სურვილისამებრ გააკეთონ პოსტერები და თარგმნონ უმცირესობების ენაზე (რადგან სკოლაში არიან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები)

    შესასრულებლად მიეთითათ რესურსები და განესაზღვრათ დრო.

    განვახორციელეთ ორი შუალედური მონიტორინგი. წარმოადგინეს ნამუშევრები. მივეცი რეკომენდაციები. უნდა აეწყოთ  პრეზენტაცია და დაესრულებინათ პოსტერები.

    XI კლასმა ჩაატარა გამოკითხვა; დასახელებული ქონდა სულ 6 პრობლემა და უნდა შეერჩიათ რომელი პრობლემა იყო აქტუალური მათ საცხოვებელ გარემოში. მიღებული შედეგები ვთხოვე, რომ აესახათ დიაგრამაზე, რათა უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო.

    საბოლოო მონიტორინგზე საწმოადგინეს ნამუშევრები: გამოკითხვის შედეგები-  წრიული დიაგრამით, პრეზენტაციები, პოსტერები და თარგმანები. შეარჩიეს პრეზენტატორი.

    Teams-ის პლატფორმაზე კვლავ ჩაინიშნა შეხვედრა- პრეზენტაციების წარდგენა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ საკითხებზე იყო პრეზენტაციები, რათქმაუნდა იყო განსხვავებული სახის და მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. თითოეული პრეზენტაციის შემდეეგ იყო კითხვა-პასუხი, დისკუსია.

    ვფიქრობ, პროექტით დასახულ მიზანს მივაღწიე,  რადგან მოსწავლეებმა  გააცნობიერეს გარემოს დაცვის აუცილებლობა. ასევე ისაუბრეს საკუთარი გარემოს პრობლემებზე, მიზეზებზე და მოგვარების გზებზე.

    მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა თავად თუ ზრუნავდნენ გარემოზე, თუნდაც საკუთარ ეზოზე. ამ საკითხში გამოიკვეთა, რომ რამოდენიმე მოსწავლე საკუთარ ეზოზეც კი არ ზრუნავს, არ უვლის და არ ცდილობს მის კეთილმოწყობა- გამწვანებაზე.

    ბოლოს წარმოადგინეს პოსტერები და  ფლაერები, რომელიც თარგმნეს  უმცირესობების ენაზე.

    აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეებს სურთ კვლავ გაგრძელდეს სკოლების თანამშრომლობა და სურთ შეხვდნენ ერთმანეთს, პირისპირ რეჟიმში.

    პროექტი  განხორციელდა გეგმის მიხედვით, არ შემიტანია ცვლილება. სუსტ მხარედ მიმაჩნია ის, რომ პროექტში ჩავრთე მხოლოდ ის კლასები, რომელთაც მე ვასწავლი. კვლევაში მონაწილეობა მიაღებინეს V-VI კლასებს, მოსწავლეებში დავინახე დიდი ინტერესი პროექტის მიმართ და ჩავრთე ეს ორი კლასი.  შემეგში, გავითვალისწინებ ამ პრობლემას და ვიმუშავებ ამის დასაძლევად. კერძოდ, პროექტის განხორციელებისას ჩავრთავ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებსაც.