1. პროექტის განხორციელების დაგეგმვა ბეშთაშენის საჯარო სკოლის გეოგრაფიის კონსულტანტ-მასწავლებელის ლალი სვიმონიშვილის და ანდეზიტის საჯარო სკოლის ქიმია- ბიოლოგიის მასწავლებელის მანანა იაკობიძის მიერ შეირჩა განსახორციელებელი პროექტის იდეა (აქტუალურობიდან გამომდინარე) . აღნიშნული სკოლები თანამშრომლობენ და ერთად ხორციელდება პროექტები. 2. ონლაინ შეხვედრის ორგანიზება მასწავლებლების მიერ ჯგუფის შექმნა Teams-ის პლატფორმაზე, მოსწავლეების დამატება და შეხვედრის ჩანიშვნა. 3. მონაწილე მოსწავლეების შეხვედრა / გაცნობა შეხვედრის დროს მონაწილე მოსწავლეებმა წარადგინეს საკუთარი თავი, მოხდა ურთიერთ გაცნობა (მონაწილე მოსწავლეების ნაწილი უკვე იცნობს ერთმანეთს) . 4. მოსწავლეებისთვის პროექტის განსახორციებელი იდეის გაცნობა. მოსწავლეებს გავაცანით პროექტის იდეა, რაზეც მოუწევდათ მუშაობა/ თანამშრომლობა. მოსწავლეებთან ერთად განისაზღვრა პროექტის სახელწოდება, მიზნები, ამოცანები, აქტივობები და ვადები. 5. მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობა. https://issuu.com/lalisvimonishvili/docs/_.pptx_024052fb301abb ადამიანის გავლენა გარემოზე - ნაჩვენები იქნება რამოდენიმე ვიდეო. 6. დავალებების გადანაწილება პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე ჯგუფებად დაყოფა და დავალებების- გადანაწილება. ჩაატარონ კვლევა და გამოკვეთონ რა პრობლემის წინაშეა მათი საცხოვრებელი გარემო. მოამზადონ პრეზენტაცია, სურვილისამებრ გააკეთონ პოსტერები და თარგმნონ თემში მაცხოვრებელ ეთნიკური უმცირესობების ენაზე. შესასრულებლად მიეთითათ რესურსები და განესაზღვრათ დრო. შუალედური მონიტორინგი და რეკომენდაციები 7. პრეზენტაციის მომზადება, პოსტერების შექმნა მოამზადონ პრეზენტაცია და სურვილისამებრ გააკეთონ პოსტერები. საბოლოო მონიტორინგი- რეკომენდაციები 8. ონლაინ შეხვედრა - პროექტის პროდუქტების პრეზენტაცია Teams-ის პლატფორმაზე შეხვედრის ჩაინიშვნა და განხორციელებული პროექტის დასკვნითი შეხვედრა- შექმნილი ნამუშევრების წარდგენა. ორივე სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნება წარმოადგინოს პროექტის ფარგლებში მათ მიერ შექმნილი პროდუქტები. |