დღეს მეტად რთულ მდგომარეობაშია დედამიწა, კლიმატის ცვლილება შეუქცევადი პროცესი ხდება.
ჩვენი პლანეტის თითოეული მოქალაქე ვალდებულია იზრუნოს და ხელი შეუწყოს საკუთარი გარემოს დაცვას და გაჯანსაღებას.
ამ პროეტის განხორციელებისას მოსწავლეებში ხელი შეეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობა/ გააზრებას, საჭირო ცოდნის, უნარების და დამოკიდებულებების ჩამოყალიბება- განვითარებას.
მოსწავლეები გაიაზრებენ საკუთარი გარემოს მდგომარეობას. დაასახელებენ რა პრობლემებს ხედავენ საცხოვრებელ გარემოში, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი და რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემების შეჩერება- აღმოფხვრისთვის.