რეფლექსია

  • რეფლექსია

    ანდეზიტის საჯარო სკოლამ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთშენის საჯარო  სკოლასთან ერთად ითვინინგის პლატფორმაზე განვახორციელეთ პროექტი „ ცხოვრების ჯანსაღი წესი“.

    პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და გააზრება იმისა თუ რამდენად მავნებელია ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარება.

    პოსტერების გაკეთება აღნიშნულ საჯითხზე და გამოკითხვის ანკეტების გაკეთება და გამოკითხვის ჩატარება. ასევე მოსწავლეების ნაწილმა გააკეთეს ბუკლეტები და დაარიგეს.

    მოსწავლეებში ჯანსაღი საკვების მნიშვნელობის  და კავშირის გააზრება ადამიანის ჯამრთელობასთან. განიხილონ სხვადასხვა სასარგებლო პროდუქტი, ასევე მავნე პროდუქტები რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ბავშვებს გამოვუმუშაოთ შემოქმედებითი აზროვნება. კომუნიკაციისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება.

    ბეშთშენის სკოლის მოსწავლეებთან პირველად გვქონდა გაცნობითი შეხვედრა და პროექტის გაცნობა, დავგეგმეთ ვინ რას გააკეთებდა. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაიწყეს მუშაობა პროექტზე.

    საბოლოო შეხვედრა შედგა Teams - ის პორტალზე. მოსწავლლეებმა წარმოადგინეს თვიანთი პრეზენტაციები. პოსტერები და გამოკითხვის შედეგები. საინტერესო შეხვედრა იყო ორივე სკოლის მოსწავლეებისთვის. მოსწავლეებმა მომავალშიც გამოთქვეს სურვილი ერთობლივად სხვადასხვა აქტივობის განხორციელების.

    ვფიქრობ, პროექტით დასახულ მიზანს მივაღწიე,  რადგან მოსწავლეებმა  გააცნობიერეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა, გაეცნენ თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს არაჯანსაღმა ცხოვრებამ  და რატომაა აუცილებელი მისი დამკვიდრების ხელშეწყობა.