1. პროექტის განხორციელების დაგეგმვა ბეშთაშენის საჯარო სკოლის გეოგრაფიის კონსულტანტ-მასწავლებელის ლალი სვიმონიშვილის და ანდეზიტის საჯარო სკოლის ქიმია- ბიოლოგიის მასწავლებელის მანანა იაკობიძის მიერ შეირჩა განსახორციელებელი პროექტის იდეა (აქტუალურობიდან გამომდინარე) . გადაწყდა რომ პროექტის ფარგლებში, ორი სკოლის მოსწავლეები გაიცნობდნენ ერთმანეთს და საფუძველი ჩაეყრებოდა მათ შორის თანამშრომლობას. 2. ონლაინ შეხვედრის ორგანიზება მასწავლებლების მიერ ჯგუფის შექმნა Teams-ის პლატფორმაზე, მოსწავლეების დამატება და შეხვედრის ჩანიშვნა. 3. მონაწილე მოსწავლეების შეხვედრა / გაცნობა შეხვედრის დროს მონაწილე მოსწავლეების გაცნობისთვის განხორციელდეს ე.წ. „ყინულის გალღობა“. მონაწილეებმა არ იციან რომელი რეგიონის და მუნიციპალიტეტის სკოლას ხვდებიან და ვისთან უნდა ითანამშრომლონ. უსვამენ 5-5 კითხვას და კითხვებით უნდა გამოიცნონ რომელ რეგიონს წარმოადგენენ. გამოცნობის შემდეგ საკუთარი სოფლის წარდგენა/ პრეზენტაცია. 4. მოსწავლეებისთვის პროექტის განსახორციებელი იდეის გაცნობა. მოსწავლეებს გავაცანით პროექტის იდეა, რაზეც მოუწევდათ მუშაობა/ თანამშრომლობა. მოსწავლეებთან ერთად განისაზღვრა პროექტის სახელწოდება, მიზნები, ამოცანები, აქტივობები და ვადები. 5. დავალებების გადანაწილება პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე ჯგუფებად დაყოფა და დავალებების- საკითხების გადანაწილება. მოამზადონ პრეზენტაცია, სურვილისამებრ გააკეთონ პოსტერები, ჩაატარონ გამოკითხვა. შესასრულებლად მიეთითათ რესურსები და განესაზღვრათ დრო. შუალედური მონიტორინგი და რეკომენდაციები 6. პრეზენტაციის მომზადება, პოსტერების შექმნა მოამზადონ პრეზენტაცია და სურვილისამებრ გააკეთონ პოსტერები. საბოლოო მონიტორინგი- რეკომენდაციები 7. ონლაინ შეხვედრა - პროექტის პროდუქტების პრეზენტაცია Teams-ის პლატფორმაზე შეხვედრის ჩაინიშვნა და განხორციელებული პროექტის დასკვნითი შეხვედრა- შექმნილი ნამუშევრების წარდგენა. ორივე სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნება წარმოადგინოს პროექტის ფარგლებში მათ მიერ შექმნილი პროდუქტები. 8. პროექტის შეფასება პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საშუალება ექნება შეაფასონ განხორციელებული პროექტი. |