პროექტის რეფლექსია
ბოლო პერიოდში აქტუალური საკითხია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, რადგან არაერთი ფაქტი გახდა ცნობილი, თუ რა შედეგით მთავრდება არაჯანსაღი წესით ცხოვრება.
სწორედ ამიტომ, ბაკურიანის სოფ. ანდეზიტის ქიმია-ბიოლოგიის კონსულტანტ-მასწავლემელმა მანანა იაკობიძემ და ბეშთაშენის საჯარო სკოლის გეოგრაფიის კონსულტანტ-მასწავლებელმა ლალი სვიმონიშვილმა გადავწყვიტეთ ამ თემაზე eTwining-is პორტალზე პროექტის გაკეთება.
აღნიშნულ პროექტში ჩავრთე VII – VIII – IX – X – XI კლასის მოსწავლეები. პირველ ეტაპზე მასწავლებლებმა Teams- ში შევქმენით ჯგუფი, სადაც დავამატეთ ყველა მონაწილე და ჩაინიშნა პირველი შეხვედრა.
შეხვედრისას მონაწილეებმა არ იცოდნენ რომელი რეგიონის და მუნიციპალიტეტის სკოლას ხვდებოდნენ. მომზადებული ქონდათ 5-5 კითხვა, თუმცა ყველა კითხვის დასმა არ გახდა საჭირო, მალე გამოიცნეს რეგიონი და მუნიციპალიტეტი. ეს აქტივობა ძალიან სახალისო აღმოჩნდა.
შემდეგი აქტივობით ერთმანეთს გააცნეს საკუთარი სოფელი, ამისთვის მომზადებული ქონდათ პრეზენტაცია.
შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებს გავაცანით განსახორციებელი პროექტის იდეა.
მოსწავლეებთან ერთად მოხდა პროექტის სახელწოდების,მიზნის ჩამოყალიბება და დაგეგმა. შევჯერდით ცხოვრების ჯანსაღი წესის ძირითად ელემენტებზე. სულ შევარჩიეთ ხუთი ელემენტი:
- ჯანსაღი კვება
- თამბაქოს მოხმარება
- ალკოჰოლის და ენერგეტიკული სასმელის მიღება
- ნარკოტიკის მიღება
- დღის რჟიმი და ვარჯიში
შემდეგი ეტაპი იყო საპრეზენტაციო დავალების გადანაწილება. მოსწავლეებმა თავად აირჩიეს რომელ თემაზე იმუშავებდნენ. აღსანიშნავია, რომ თემები გადაინაწილეს უპრობლემოდ, რაც მათ თანამშრომლობაზე მეტყველებს. წყვილებში გადანაწილდა დავალებები: უნდა მოემზადებინათ პრეზენტაცია, გამოკითხვა და სურვილისამებრ შეექმნათ ჩანახატები,პოსტერები, ფლაერები და ა.შ. შესასრულებლად მიეთითათ რესურსები და განესაზღვრათ დრო.
განვახორციელეთ შუალედური მონიტორინგი. წარმოადგინეს ნამუშევრები. მივეცი რეკომენდაციები. უნდა აეწყოთ პრეზენტაცია და დაესრულებინათ პოსტერები. ერთ-ერთმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი, რომ მის მიერ დამუშავებულ მასალას „ფიზიკური აქტივობა“ წარმოადგენდა ცალკე პრეზენტაციად. გამოკითხვა ჩატარდა ენერგეტიკული სასმელის მოხმარებაზე და მიღებული შედეგები ვთხოვე, რომ აესახათ დიაგრამაზე, რათა უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო.
საბოლოო მონიტორინგზე საწმოადგინეს ნამუშევრები: გამოკითხვის შედეგები- წრიული დიაგრამით, პრეზენტაციები, პოსტერები, შეარჩიეს პრეზენტატორი.
Teams-ის პლატფორმაზე კვლავ ჩაინიშნა შეხვედრა- პრეზენტაციების წარდგენა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ საკითხებზე იყო პრეზენტაციები, რათქმაუნდა იყო განსხვავებული სახის და მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. თითოეული პრეზენტაციის შემდეეგ იყო კითხვა-პასუხი, დისკუსია.
ვფიქრობ, პროექტით დასახულ მიზანს მივაღწიე, რადგან მოსწავლეებმა გააცნობიერეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა, გაეცნენ თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს არაჯანსაღმა ცხოვრებამ და რატომაა აუცილებელი მისი დამკვიდრების ხელშეწყობა.
მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა თავად იკვებებიან თუ არა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით და რამდენად მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ბოლოს წარმოადგინეს პოსტერები და ფლაერები.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეებმა გამოთქვეს მომავალში თანამშრომლობის სურვილი და პანდემიის დასრულების შემდეგ პირისპირ შეხვედრაც დაგეგმეს.
პროექტი განხორციელდა გეგმის მიხედვით, არ შემიტანია ცვლილება. სუსტ მხარედ მიმაჩნია ის, რომ პრეზენტატორს ჰქონდა აუდიტორიის წინაშე გამოსვლის კომპლექსი. შემეგში, გავითვალისწინებ ამ პრობლემას და ვიმუშავებ ამის დასაძლევად.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გადაეგზავნათ კითხვები პროექტის შესაფასებლად. მათი პასუხებიდან გამომდინარე მოეწონათ სხვა სკოლასთან თანამშრომლობა და მზად არიან იცხოვრონ ჯანსაღად და მაგალითი მისცენ სხვებსაც.